გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ზედსართავი სახელი ზედსართავი სახელების სქესი
კლასი
VII
მოსწავლეთა რაოდენობა პროფილი
2  /   სსმპ მოსწავლე არ არის
პედაგოგი
დალი ნამორაძე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
მოსწავლემ შეძლოს რუსულ ენაზე არსებითი და ზედსართავი სახელების ერთმანეთთან დაკავშირება სქესისა და რიცხვის მიხედვით
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ განასხვაოს ზედსართავი სახელების სქესი დაბოლოებების მიხედვით, დაუსვას შესაბამისი კითხვა, საკითხავი მასალიდან ზედსართავი სახელების ამოცნობა
შედეგები
უცხ.ს.I.3
მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის  (დიალოგის, მონოლოგის მოსმენა და გაგება.
უცხ.I.19.მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის აღწერითი ტექსტის შედგენა
წინარე ცოდნა
ქართულ ენაში ნასწავლი ზედსართავი სახელების მნიშვნელობა. მეტყველების ნაწილები.
გაკვეთილის მსვლელობა
1.საშინაო დავალების გამოკითხვა, შემოწმება. (5 წთ)
A ფაზა
2. წინარე ცოდნის გახსენება- ზედსართავი სახელების მნიშვნელობა, მაგალითების მოყვანა. (10 წთ) (ლამაზი, მაღალი, დიდი, )
3.  ახალი მასალის ახსნა- სახელმძღვანელოში მოცემული ცხრილის გარჩევა. ცხრილში მოცემულია ზედსართავი სახელების მაგალითები სქესისა და რიცხვის მიხედვით ორივე  მოსწავლე აგრძელებს ჩამონათვალს (5 წთ)
4. მუშაობა წყვილებში: წელიწადის დროების მიხედვით სურათების აღწერა, (10 წთ)
5. ინდივიდუალურად სახელმძღვანელოში წერითი დავალებების შესრულება( 5 წთ)
6. ახალი მასალის განმტკიცება: ბავშვები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს,რა კითხვა დაესმის დასახელებულ ზედსართავ სახელს და რომელ სქესს მიეკუთვნება( 5-7 წთ.)
7. საშინაო დავალება: სახელმძღვანელოში და სამუშაო რვეულში მოცემული დავალებების შესრულება.(3 წთ. )
გამოყენებული რესურსები
სახელმძღვანელო, წელიწადის დროების სურათები,სამუშაო რვეული, კალამი.
შეფასება
განმსაზღვრელი







ფურცელი ცარიელია .ნაწერი არ პასუხობს დავალებას .დაშვებულია ბევრი გრამატიკული შეცდომა.
1-2-3-4
ნაწერი სუსტია, არ არის დაცული მართლწერისა და პუნქტუაციის წესები, დაშვებულია 10 -ზე მეტი შეცდომა.
5-6
ნაწერი პასუხობს დავალებას დაშვებულია 5-7 გრამატიკული შეცდომა. მართლწერისა და პუნქტუაციაში დაშვებული შეცდომები ხელს არ უშლის აზრის გაგებას.
7-8
ნაწერი კარგია , სრულყოფილად პასუხობს დავალებას , უმნიშვნელოა მართლწერასა და პუნქტუაციაში დაშვებული შეცდომები .
9-10

No comments:

Post a Comment